საიტით სარგებლობამდე, გთხოვთ, ყურადღებით გაეცანით ჩვენს წესებსა და პირობებს.
პლატფორმაზე რეგისტაცია უფასოა , დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან ფიზიკურ პირს , იურიდიულ ან საინიციატივო ჯგუფს. პეტიციისა ან./და კვლევის ინიცირებისთვის საჭიროა რეგისტრაციის გავლა , რის შემდეგაც შესაძლებელია აზრის კვლევა, ან პეტიციის განთავსება.
გამოყენების წესები :
- პეტიციას თან უნდა ახლდეს დასახელება და უნდა იყოს მოთხოვნის შინაარსის მატარებელი.
- პეტიციას უნდა მოყვებოდეს აღწერა , რომელიც შესაბამისი იქნება დასახელების.
- სასურველია პეტიციას ჰქონდეს ფოტოსურათი ან ვიდეო , რომლის დაკოპირება შესაძლებელია youtube.com-დან შესაბამის ველში.
- პეტიციის განთავსებისას აუცილებლად უნდა მიუთითოთ ადრესატი. იმ შემთხვევაში, თუ სასურველი ადრესატი ვერ იპოვეთ სიაში, მიუთითეთ „სხვა“.
- პეტიციის ატვირთვისას , კატეგორიის მითითება სავალდებულო ველია.
- პეტიციის ხელმომწერთა რაოდენობა შეუზღუდავია. თუ გსურთ კანონის გათვალისწინებით ხელმოწერების შეგროვება, მონიშნეთ შესაბამისი ღილაკი.
- პეტიციებზე შესაძლებელია კომენტარების ჩართვა-გამორთვა.
- პეტიციის განთავსება შესაძლებელია ბლოკჩეინში, განთავსებისათვის საჭიროა მონიშნოთ შესაბამისი ღილაკი.
- პეტიციის განთავსების ღირებულება ბლოკჩეინში შეადგენს 50 ₾ და ყოველი თვის ბოლოს მიიღებთ მიცემული ხმების შესაბამისი ღირებულების ინვოისს.
- ერთ პეტიციაზე ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ და მისი წაშლა შეუძლებელია.
- პეტიცია ვერ გაივლის მოდერაციას, თუ ის შეიცავს ისეთ ინფორმაციას , რომელიც დისკიმინაციულია , შეურაცხმყოფელია , ზღუდავს სხვათა უფლებას , წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, ან აგრესიის წამახალისებელია