ხშირად დასმული კითხვები

როგორ გავიარო რეგისტრაცია?

სისტემაში დასარეგისტრირებლად საჭიროა მოქალაქე იყოს სრულწლოვანი. პირადი მონაცემების შეყვანის შემდეგ თქვენ მოგივათ მითითებულ მობულურ ნომერზე და ელ.ფოსტაზე ერთჯერადი კოდი რომლის შეყვანის შემდეგ მოხდება თქვენი რეგისტრაცია სისტემაში.

როგორ ხდება პეტიციის განთავსება?

ავტორიზაციის გავლის შემდეგ, გთხოვთ მონიშნოთ ღილაკი „პეტიციის განთავსება“

რა ვადაში ქვეყნდება პეტიცია?

პეტიციის გამოქვეყნება ხდება ინიცირებიდან 10 დღის ვადაში, როდესაც მოხდება მოდერაციის გავლა.

რა შემთხვევაში არ ხდება პეტიციის გამოქვეყნება?

პეტიცია არ გამოქვეყნდება თუ იგი შეიცავს რომელიმე ქვევით ჩამოთვლილ პუნქტაგან:

პეტიციის გამოქვეყნებიდან რა ვადაში მოხდება მისი განხილვა?

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით პეტიციების განხილვას ახდენს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილი ელექტრონული პეტიციების ექსპერტთა კომისია. აღნიშნული დადგენილების მიხედვით, პეტიციამ გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში უნდა მოაგროვოს 10 000 ხელმოწერა, რათა მოხდეს მისი განხილვა კომისიაზე. იმ შემთხვევაში თუ პეტიციამ ვერ მოაგროვა აღნიშნულ ვადაში შესაბამისი ხელმოწერა არ მოხდება მისი განხილვა.

ყოველივე ზემოთ მოცემულიდან გამომდინარე, საიტის ადმინისტრაცია იხსნის ყოველგვარ პასუხისმეგბლობას პეტიციების მთავრობის სხდომაზე განხილვასთან დაკავშირებით.