ტექნოლოგიური უპირატესობა

პლატფორმის შექმნისას ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი იყო მისი სიმარტივის, უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის უმაღლესი ხარისხი და ადამიანური ფაქტორების მაქსიმალურად ჩანაცვლება უტყუარი მათემატიკური ალგორითმებით. ტექნოლოგიური უპირატესობიდან გამომდინარე, პლატფორმის ფუნქციონალი იძლევა შესაძლებლობას არამარტო ღია უვადო კენჭისყრის (პეტიციის) გზით დააფიქსიროს მოქალაქეების ნება, არამედ ჩაატაროს უტყუარი კვლევები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კონკრეტული სუბიექტები. ჩვენი გუნდი აქტიურ კომუნიკაციაში იქნება მომხმარებელთან, რათა მათთან ერთად ჩამოვაყალიბოთ ციფრული თემი/საზოგადოება, რომლის წევრებიც იქნებიან ავტონომიური თვითორგანიზებადი ინდივიდები - ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც აქტიურად იქნებიან ჩართული ქვეყნის განვითარებაში. ბლოკჩეინის ტექნოლოგია საშუალებას იძლევა შექმნას დეცენტრალიზებული ქსელები, რომლებიც მდგრადია ხელყოფის ან მანიპულაციის მიმართ. ბლოკჩეინის გამოყენებით, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ციფრული წიგნი, რომელიც აკონტროლებს ყველა ხელმოწერას, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ხელმოწერების შეცვლას ან წაშლას პეტიციაში მათი დამატების შემდეგ. ჩვენი სისტემა იყენებს “Arbitrum” ის საიდჩეინს , რომელიც განთავსებულია “Ethereum” ის ბლოკჩეინზე. ჩვენ გვჯერა, რომ ბლოკჩეინს აქვს პოტენციალი,რევოლუცია მოახდინოს ონლაინ პეტიციების ჩატარების გზაზე გაძლიერებული უსაფრთხოების, გამჭვირვალობისა დ ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფით.